კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ეს გვერდი ხსნის, რა მონაცემებს ვაგროვებთ, რატომ, რამდენ ხანს ვინახავთ და როგორ მართოთ ისინი. ბოლო განახლება: 2026 წლის 14 ოქტომბერი.
ვერსია 2026-10-14 · არქივი · 2026-10-11 · 2026-10-12 · 2026-10-17.1 · 2026-10-17.7 · 2026-10-17 · 2026-10-17.10
1. ვინ ამუშავებს თქვენს მონაცემებს
მონაცემთა დამმუშავებელია შპს მასწავლემე (ს/ნ 412801231, მისამართი საქართველო, ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის გამზირი, N 30, ბინა 9). კითხვებისთვის: maswavleme@gmail.com.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ანგარიში: სახელი, ელფოსტა, დაბადების თარიღი, პაროლი (ინახება მხოლოდ ჰეშის სახით). დაბადების თარიღს ვიყენებთ მხოლოდ ასაკის შესამოწმებლად (იხ. მე-9 პუნქტი): ის სხვაგან არ ჩანს, AI-მიმწოდებლებს არ ეგზავნება და მარკეტინგისთვის არ გამოიყენება.
- თანხმობები: პირობების რომელ ვერსიას დაეთანხმეთ, 16–17 წლის მომხმარებლის შემთხვევაში — მშობლის თანხმობის დადასტურება, AI მიმწოდებლებისთვის მონაცემების გადაცემაზე თანხმობა ან მისი გამოხმობა, ასევე როდის, რომელი IP მისამართიდან და რომელი ბრაუზერით.
- სასწავლო აქტივობა: შერჩეული საგნები, თქვენი პასუხები, შედეგები, დახარჯული დრო, სუსტი თემები და პროგრესი.
- AI-საუბრები: კითხვები, რომლებსაც AI-დამხმარეს უსვამთ, და მიღებული პასუხები.
- გადახდები: გეგმა, თანხა, თარიღი, სტატუსი და — ყოველთვიური გეგმის შემთხვევაში — ბანკის მიერ გაცემული ბარათის ტოკენი და ბოლო ოთხი ციფრი.
- ტექნიკური: სესიის იდენტიფიკატორი, ბრაუზერისა და მოწყობილობის ზოგადი მონაცემები, შეცდომების ჟურნალი.
- აპლიკაციის შეტყობინებები: iPhone-ზე APNs ტოკენი; Android-ზე FCM ტოკენი და Firebase-ის ინსტალაციის იდენტიფიკატორი — შეტყობინებების მისაწოდებლად.
- საიდან მოხვედით: თუ საიტზე რეკლამის ან ბმულის გავლით შემოხვედით, ვინახავთ კამპანიის მოკლე აღნიშვნას (მაგ. „facebook“ და კამპანიის სახელი), პლატფორმას (საიტი, iPhone ან Android) და რეგისტრაციის რომელ ნაბიჯამდე მიხვედით. რეგისტრაციამდე ეს მხოლოდ ანონიმური დღიური რიცხვებია; რეგისტრაციის შემდეგ კამპანიის აღნიშვნა და პლატფორმა ერთხელ ებმება თქვენს ანგარიშს.
3. რას არ ვაგროვებთ
ბარათის მონაცემებს არასდროს ვიღებთ. ნომერი, ვადა და CVV შეგყავთ პირდაპირ ბანკის გვერდზე; ისინი ჩვენს სერვერამდე არ აღწევს.
4. რატომ ვამუშავებთ
- მომსახურების გასაწევად: ანგარიში, ტესტები, შეფასება, ახსნა და სტატისტიკა.
- სწავლის პერსონალიზაციისთვის: სუსტი თემების დადგენა და რეკომენდაციები.
- გადახდისა და გამოწერის სამართავად.
- ასაკის შესამოწმებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ პირობებს დაეთანხმეთ.
- AI ფუნქციებისთვის (იხ. მე-5 პუნქტი) — მხოლოდ თქვენი თანხმობით.
- უსაფრთხოებისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
- თქვენთან კომუნიკაციისთვის: სერვისული შეტყობინებები და მხარდაჭერა.
- იმის გასაგებად, რომელი პოსტი ან რეკლამა მოიყვანს მოსწავლეებს, და სარეკლამო ბიუჯეტის გონივრულად დასახარჯად.
5. ვის ვუზიარებთ
მონაცემებს არ ვყიდით. ვუზიარებთ მხოლოდ იმ მომსახურების მიმწოდებლებს, რომელთა გარეშეც პლატფორმა ვერ იმუშავებს, და მხოლოდ საჭირო მოცულობით:
- ბანკი — გადახდის დასამუშავებლად (გადახდის თანხა და შეკვეთის ნომერი).
- ელფოსტის მიმწოდებელი — პაროლის აღდგენისა და სერვისული წერილების გასაგზავნად.
- AI მიმწოდებლები — OpenAI, Anthropic და Google (Gemini), სამივე აშშ-ში (OpenAI OpCo, LLC; Anthropic, PBC; Google LLC) — AI მასწავლებლის, ტესტის შემდეგ კითხვაზე ჩატის, ხმოვანი კითხვის ტექსტად გარდაქმნის, ფოტოზე დაწერილი პასუხის ამოკითხვისა და ესეების, ღია პასუხებისა და რედაქტირების დავალების შესაფასებლად. იგზავნება მხოლოდ თქვენი თანხმობით, რომელსაც რეგისტრაციისას ცალკე ველში აძლევთ და ნებისმიერ დროს ცვლით: „ანგარიში და პარამეტრები“ → „AI ფუნქციები“. თანხმობის გარეშე AI ფუნქციები გამორთულია, დანარჩენი კი ჩვეულებრივ მუშაობს. იგზავნება თქვენი პასუხები და ესეები, პასუხების ფოტოები, ჩატის შეტყობინებები, ხმოვანი ჩანაწერი (მხოლოდ ტექსტად გარდასაქმნელად), სახელი (გვარის გარეშე) და სუსტი თემები. არ იგზავნება გვარი, ელფოსტა, დაბადების თარიღი და გადახდის მონაცემები. AI-ის ყოველ პასუხს და ფოტოდან ამოკითხულ ტექსტს, სანამ გაჩვენებთ, OpenAI მავნე შინაარსზე ამოწმებს. აშშ არ არის საქართველოს მიერ ადეკვატური დაცვის მქონედ აღიარებული ქვეყნების სიაში, ამიტომ იქ მონაცემები შეიძლება ნაკლებად იყოს დაცული. მიმწოდებლები, მათი პირობების მიხედვით, ამ მონაცემებს მოდელების გასაწვრთნელად არ იყენებენ და შლიან: OpenAI და Anthropic — 30 დღეში, Google — 55 დღეში (ბოროტად გამოყენების ეჭვისას ან კანონის მოთხოვნით — უფრო გვიან).
- ჰოსტინგი — სერვერები, რომლებზეც პლატფორმა მუშაობს, ევროკავშირში (საფრანგეთი).
ასევე გავამჟღავნებთ, თუ ამას კანონი ან სასამართლო მოითხოვს.
6. რამდენ ხანს ვინახავთ
სასწავლო მონაცემებს ვინახავთ ანგარიშის არსებობის განმავლობაში — სწორედ ისინი ქმნის თქვენს პროგრესის ისტორიას. ანგარიშის წაშლის მოთხოვნისას ვშლით პერსონალურ მონაცემებს; გადახდების ჩანაწერები რჩება იმდენ ხანს, რამდენსაც საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობა მოითხოვს. თანხმობის ჩანაწერები ანგარიშის წაშლის შემდეგაც რჩება, როგორც მტკიცებულება, რომ თანხმობა გაცემული იყო.
7. თქვენი უფლებები
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება გაქვთ: გაეცნოთ თქვენს მონაცემებს, მოითხოვოთ მათი გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეჩერება, და გამოითხოვოთ თანხმობა (AI ფუნქციებზე — თავად, „ანგარიში და პარამეტრები“ → „AI ფუნქციები“). მოგვწერეთ maswavleme@gmail.com-ზე — პასუხს გაძლევთ კანონით დადგენილ ვადაში. ასევე უფლება გაქვთ, საჩივრით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
ანგარიშის წაშლა
ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ თავად, საიტზე ან აპლიკაციაში: შედით ანგარიშზე, პირად გვერდზე გახსენით „ანგარიში და პარამეტრები“, აირჩიეთ „ანგარიშის წაშლა“ და დაადასტურეთ პაროლით (Google-ით ან Apple-ით შექმნილ ანგარიშზე — ელფოსტის ჩაწერით). ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ maswavleme@gmail.com-ზე იმ ელფოსტიდან, რომლითაც ხართ დარეგისტრირებული.
წაიშლება ანგარიში და ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის: პასუხები, შედეგები, AI-საუბრები, შეტყობინებები, გამოწერა და სხვა პერსონალური მონაცემები; აქტიური გამოწერა მანამდე უქმდება. რჩება, ანგარიშთან კავშირის გარეშე: გადახდების ჩანაწერები — რამდენ ხანსაც საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობა მოითხოვს — თანხმობის ჩანაწერები, პრობლემის რეპორტები და AI-ის გამოყენების ჩანაწერები.
8. ქუქები
ვიყენებთ სესიის ქუქის, რომ სისტემაში დარჩეთ შესული, და ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებას, რომ ტესტის დროს გაცემული პასუხები კავშირის შეწყვეტისას არ დაიკარგოს.
ჩვენი ქუქი mw_src 30 დღით ინახავს კამპანიის აღნიშვნას, რათა გავიგოთ, რომელმა კამპანიამ მოიყვანა რეგისტრირებული მომხმარებელი. მას მხოლოდ ჩვენი სერვერი კითხულობს, სხვას არ ვუზიარებთ და ვამუშავებთ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის — კამპანიების შედეგების შეფასების — საფუძველზე.
9. არასრულწლოვნები
Maswavle-ით სარგებლობა 16 წლიდან შეიძლება. რეგისტრაციისას ვკითხულობთ დაბადების თარიღს და 16 წლამდე ასაკში ანგარიშს არ ვქმნით. 16–17 წლის მომხმარებელი ადასტურებს, რომ მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა იცის და თანახმაა, რომ იყენებს Maswavle-ს, მათ შორის AI ფუნქციებს; გადახდაც მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით ხდება.
10. ცვლილებები
პოლიტიკის განახლებისას თარიღს ამ გვერდზე შევცვლით, არსებითი ცვლილების შესახებ კი ელფოსტით შეგატყობინებთ. იხილეთ ასევე მომსახურების პირობები.